Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
(: M e o c n e b e g o g o n a :)
თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობდა ერთი მეოცნებე გოგონა - მარი, რომელიც სამყაროს ჯერ კიდევ ვარდისფერ ფერებში ხედავდა. მარი საოცრად კეთილი, ნაზი და ჰუმანური ადამიანი იყო, რის გამოც იგი ყველას უყვარდა და არც თაყვანისმცემლები აკლდა მის ნატიფ სულსა და სხეულს, მაგრამ მარისთვის გიოს გარდა ამქვეყნად არავინ არსებობდა.
გიო სკოლას ამთავრებდა. იგი ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო, მაგრამ ამაყი. მარის არ იცნობდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ მას სკოლაში ყველაზე პოპულარული ბიჭი მოსწონდა.
ერთხელ, აპრილის პირველ დილას გიომ მარის გაკვეთილზე მიაკითხა. კლასიდან გამოსული გოგონა დაბნეული იყო, თუმცა ცდილობდა გრძნობა დაემალა. მარი და გიო გრძელ დერეფანს გაუყვნენ და სკოლის ხიდზე გადავიდნენ.მარის გული გამალებით უცემდა და არ იცოდა როგორ დაარღვევდა უხერხულ სიჩუმეს. ამ დროს ხელზე ხელის შეხება იგრძნო, გამოერკვა, გიოსკენ მიბრუნდა, ძალა მოიკრიბა და...
- რა, რა მოხდა გიო?
- მარი იცი?!...თქვა მან და ქურთუკიდან ლურჯი იების თაიგული ამოიღო თეთრი დაკეცილი ბარათით. - დიდი ხანია მინდოდა მეთქვა , რომ...
მარი გამოერკვა, სასწრაფოდ ტუჩზე თითი მიაფარა და თვალებში ჩახედა, თვალებში, რომლებშიც სიამაყე ბატონობდა. ოცნებაახდენილმა გოგონამ კი იქ სითბო და სიყვარული დაინახა. სიყვარულით გაბრუებული მიეყრდნო შეყვარებულის მკერდს და ჩაიჩურჩულა:
- მეც გიო, მეც დიდი ხანია მიყვარხარ!
გიო შეკრთა ამ სიტყვებზე და საათს დახედა.
- მაპატიე, მეჩქარება, წამოიძახა და სწრაფი ნაბიჯით გასცილდა იქაურობას.
მარის მისი სიტყვები აღარ გაუგონია, სიყვარულით გაბრუებული ჩურჩულებდა გულში " გმადლობთ თქვენ უფალო" . რამდენიმე წუთს კიდევ იდგა ასე და უეცრად ზარის ხმამ გამოარკვია, მიხვდა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა, რომ გული უჩქარდებოდა და მოცელილივით დაეცა...
როდესაც გონს მოვიდა ექიმის კაბინეტში იწვა და თავს უამრავი მასწავლებელი და მოსწავლე ეხვია. ავადმყოფმა სწრაფად გაიხსენა რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ამბავი, გაიღიმა, წამოიწია და ნაცნობებში სასურველ ადამიანს დაუწყო ძებნა. რომელიღაც კუთხეში გიოს ლანდს მოჰკრა თვალი, თავი ძალიან ბედნიერად იგრძნო და ჩაიჩურჩულა: " გმადლობთ ღმერთო, მე ძალიან ბედნიერი ვარ" . მალე წამოდგა და მიუხედავად ექიმის დაჟინებული თხოვნისა ვინმე გაჰყოლოდა სახლში მაინც მარტო წავიდა. ასეთი მხიარული მარი დიდი ხანია მშობლებს არ ენახათ. ყველაფერს ხალისით აკეთებდა, პატარა გოგოსავით ერთი ოთახიდან მეორეში დარბოდა და ღიღჲნებდა. მხოლოდ ერთი უცნაურობა შეამჩნია დედამ, თითქმის ორი საათი გავიდა სკოლიდან დაბრუნებიდან და ჯერ არცერთი საგანი არ ჰქონდა ნასწავლი. ცოტა ხანში მარის მშობლები წავიდნენ და მარი მარტო დარჩა სახლში.
მარი ფიქრობდა თავის თავზე, გიოზე, მომავალზე, რომელიც ჯერ ვერც კი წარმოედგინა როგორი იქნებოდა. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია, სასწრაფოდ აიღო და როცა გიოს ხმა გაიგო დაიბნა, ხმა ვერ ამოიღო, არც გიოს უთქვამს რამე, მაგრამ პირველი მაინც ბიჭმა იმარჯვა და მარის გასაოცრად ლაპარაკი ბოდიშით დაიწყო.
- მარი ბოდიში უნდა მოგიხადო, გესმის? ბოდიში. ხომ მაპატიებ? მითხარი რომ მაპატიე!
- რას ამბობ გიო,საპატიებელი არაფერი გაქვს, მე უბრალოდ ეს მეტისმეტი სიხარულით მომივიდა, მე აგაღელვე, მაპატიე კარგი?
-გიო დაიბნა, მაშ მარიმ ჯერ არაფერი იცის? ე.ი ჯერ არ უნახავს იებში ჩადებული თეთრი ბარათი.
- მარი!
- გისმენ გიო!
- მარი იები შენ გაქვს?
- იები? წამოიძახა გოგონამ. მის გონებაში მხოლოდ ეხლა ამოტივტივდა ლურჯი იები თეთრი ბარათით, შერცხვა გიოსი, რომ ასე დაიცვა მისი პირველი საჩუქარი. " ლურჯი იები" ?! მაპატიე მეჩქარება, მე ვიცი სადაც იქნება იები, ვიცი!. წამოიძახა უცებ, სასწრაფოდ ჩაიცვა ქურთუკი, კარი გაიხურა და კიბეზე ფეხისდაუდგმელად ჩარიბინა სამი სართული და რამდენიმე წუთში თავის საკლასო ოთახში იყო, სადაც დარჩენილი ლურჯი იები ელოდა. მარის პატარა გული ამოვარდნაზე ჰქონდა, ვეღარ სუნთქავდა. ბოლოს მაგიდაზე ობლად მიგდებულ იებს მოჰკრა თვალი და მოწყვეტით დაეშვა სკამზე, თავი ჩაღუნა და მისი თვალებიდან სიხარულის ცრემლები წამოვიდა.
როდესაც ცოტა მოღონიერდა წამოდგა, იები აიღო და ნელი ნაბიჯით დატოვა სკოლის კედლები. ქუჩაში გამოსულმა ბარათის გახსნა არ მოინდომა, მარის უნდოდა წაკითხვა, მაგრამ რაღაც ძალა აკავებდა. ბოლოს დასძლია ეს ძალა და ბარათი წაიკითხა: " დგეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია" .მარი მაპატიე, მე შენ არასოდეს მყვარხებიხარ, მხოლოდ ვიხუმრე, დღეს ხომ პირველი აპრილია, იმედია გამიგებ.
( გიო)
მარის თვალთ დაუბნელდა, თავზარი დაეცა, გული გამალებით უცემდა, ეგონა თითქოს ყველა გამვლელი მას დასცინოდა. მარი კარგა ხანს იდგა გაქვავებული, არ იცოდა საით წასულიყო. არეული ნაბიჯით გაუყვა ვიწრო ქუჩას, რომელიც მეტროსკენ მიდიოდა. იგი ტიროდა, ცრემლები სდიოდა ღაპაღუპით გოგონას პატარა თვალებიდან და ისე იხრჩობოდნენ, რომ ვერც გაეგოთ რა ეწერა იმ პატარა ბარათში, რამაც ასე შეუცვალა მარის სიხარული, ცხოვრება. მარი კი ვერ ხვდებოდა, რომ დიდი სიცოცხლე არ ეწერა მას და მის იებს. იგი ნელა მიაბიჯებდა და ვერ ხედავდა საყვარელ ადამიანს, რომელიც სკოლის კარებიდან გამოსულ გოგონას ლანდივით აჰყვა. ტელეფონით საუბრის შემდეგ გიო მიხვდა, რომ მარის საფრთხე ემუქრებოდა და გულმა მისკენ გაუწია, მისდევდა და უყურებდა, აკვირდებოდა და მისი ცრემლების შემყურე თავისი თავი ეზიზღებოდა. სამაგიეროდ მარის უყვარდა, რომელიც იმ წუთში ანგელოზს ჰგავდა. ოღონდა ეპატიებინა დანაშაული და ეპატიებინა ის, რაც რამდენიმე წუთის ფიქრიდან ხალხის შემზარავმა ყვირილმა, მანქანის სიგნალმა და ნაცნობმა კვნესამ გამორკვია. განწირულმა ჯერ ხალხის შეშინებული სახეები, ხოლო შემდეგ მანქანის სისხლიანი ნაწილი და მიწაზე უსულოდ მწოლიარე მარი დაინახა. წაწსრაფოდ მასთან მივარდა და მომაკვდავს თავი წამოუწია, მარიმ თვალი გაახილა, გაიღიმა, გიოს შეხედა და ჩაიჩურჩულა :
- გიო... მე მაინც... მიყ...ვარ...ხარ...
- მეც მიყვარხარ მარი, მარტლა, ხომ გესმის?მითხარი ხომ გესმის? ჩემო სიცოცხლე ხმა გამეცი გთხოვ! ბავშვივით ატირდა გიო, მაგრამ მარის მისი სიტყვები აღარ ესმოდა, მაგრამ მარის სახეს სამუდამოდ შერჩა ღიმილი, რომელიც გიომ დიდხანს, დიდხანს კოცნა თავისი ბაგით, მაგრამ ვეღარ გაათბო.
- მარი მაპატიე! ჩაიჩურჩულა რეზომ.
- მაპატიე, მაპატიე, მაპატიე... დაიყვირა სამჯერ, მერე წამოდგა, ორიოდე წამში გაირბინა რამდენიმე მეტრი და პირველსავე მანქანას შეუვარდა ქვეშ...
ორიოდე საათში ამ ადგილას ყველაფერი მოწესრიგდა, ორივე მიცვალებული მოაშორეს იქაურობას და ვერავინ შეამჩნევდა ტრაგედიის კვალს, რომ არა იები, მარის ლურჯი იები, რომლებიც წითლად შეეღება სისხლს...