Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
სიჩუმეა..ბნელა..ოთახში სრული სიმშვიდეა.მის ბნელ კუთხეში პატარა ბავშვი ზის..მას დახეული შარვალი და გაუხდელობისგან მეტად ფერწასული თეთრი ჯემპრი აცვია.ლოყები და ხელები სულ ტალახში აქვს ამოსვრილი..ფეხშიშველაა..ხელში ცალთვალა სათამაშო დათვი უჭირავს,რომელიც,როგორც ჩანს,სადღაც ეპოვნა და ახლა კი მეგობრად ექცია..ოთახის შუაში პატარა ნავთქურასთან დედა იჯდა..ძლიერ პესიმისტური და სასოწარკვეთილი გამომეტყველებით დაჰყურებდა ქურას;დროგამოშვებით ამოიოხრებდა..იქ სხვა არავინაა..მხოლოდ ცარიელი კედლები,რომლებზეც წლების წინ გაკრული ,,შპალერი\" ალაგ-ალაგ შემორჩენილიყო...იატაკი ძველი გადაღებილი ხისგან გახლდათ..ამ ,,არაჩვეულებრივ\" ოთახს ერთადერთი ფანჯარა ჰქონდა,რომლიდანაც ოდნავ ფერმკრთალი სინათლე შემოდიოდა;სხივი,რომელიც თითქოს არ კადრულობდა ამ უბადრუკი ადგილის განათებას და ოთახში შემოჭრა ეთაკილებოდა....
...ბავშვმა ღიღინი წამოიწყო,მაგრამ დედამგააჩუმა.ბიჭუნას არ ესიამოვნა დედის ქცევა,მაგრამ ვერ შეეწინააღმდეგა.სახეზე სიბრაზე აღებეჭდა,შემდეგ კი ერთი-ორი ცრემლი გადმოგორდა მისი თვალებიდან.ბავშვი მაგრად ჩაეხუტა თავის დათუნიას და თვალებით იატაკიდან ამოშვერილ ლურსმანს ჩააშტერდა.ქალი წამოდგა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა.ცოტა ხნის შემდეგ შვილს მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა:
-ძალიან მიყვარხარ,-უთხრა მან,-მაპატიე ყველაფრისთვის...მაპატიე,რომ ცხოვრება უსამართლოდ გვექცევა და არ გვინდობს...მაპატიე,რომ აქ ხარ...მაპატიე,რომ მარტონი დავრჩით...მაპატიე,რომ მამაშენმა მიგვატოვა..მაპატიე...მაპატიე...მე...მე...ჰჰ...მიყვარხარ.
ბიჭუნა დუმდა..თვალებიდან ცრემლმა უფრო ხშირად იწყო დენა,მაგრამ კვლავაც უსაზღვრო და დაუსაბამი,გაუგებარი,აუტანელი
სიჩუმე ჩამოვარდა..ბიჭუნას კი დედის საუბარს ეს სიჩუმე ერჩია...
ქალმა პასუხი რომ ვერ მიიღო,უკან დაბრუნდა და ქურასთან დაჯდა...
-მშია,-ცოტა ხნის შემდეგ ჩუმი ხმით წარმოსთქვა პატარამ,-მშია დედა..
-ძალიან გთხოვ,-მუდარით უპასუხა ქალმა,-გთხოვ,გთხოვ,არ გინდა!
-მშია,მშია,დედა.დეე,გთხოვ...
-შენ იცი პასუხი!
-არა,დედა,არა,მშია..
-არ გამაბრაზო.
-რა ვქნა,ვერ ვითმენ,რა ვქნა,არ შემიძლია..
-შაკო,გიმეორებ,არ გამაბრაზო,-დედამ ტირილი დაიწყო და იატაკზე მუხლებით დაემხო..
-მშია,მშია,-არ ჩერდებოდა შაკო..მან ყვირილს ფეხების ბაკუნიც მოაყოლა და წარბები შეეჭმუხნა..
-გაცერდი,გთხოვ,-ახლა უკვე ქალის ხმაში სასოწარკვეტა იგრძნობოდა.შვილი წამოხტა;დედასთან მიირბინა და მის ისედაც დახეულ კაბას ქაჩვა დაუწყო.ბავშვში ცხოველურმა ინსტინქტებმა გაიღვიძეს.მას დროებით დაავიწყდა სიყვარული და მუცელს დაემონა.პასუხი რომ ვერ მიიღო,უფრო მაგრად ჩამოქაჩა კაბაზე.მშობელმა ვეღარ მოითმინა და ბიჭუნას მწარედ გაარტყა..ამ უკანასკნელმა ხელი შეუბრუნა,რამაც ძლიერ გააცოფა ისედაც გამწარებული ქალი..ის დააბრმავა ბრაზმა და ყელში ამოსულმა იმედგაცრუებამ,რომელიც მტელი ცხოვრება თან სდევდა და თანამგზავრად ექცია..იმ მომენტში ვერაფერს გრძნობდა,გარდა მოზღვავებული ძალისა...შვილს ყელში ეცა.შაკომ ხმამაღლა დაიკივლა,მაგრამ ქალმა ისე მოუჭირა ,ხმა ჩაეხლიჩა და მალე გაჩუმდა..ქალი უჭერდა ;სულ უფრო და უფრო მაგრა...შვილის სიცოცხლე მისივე ხელებში იკარგებოდა...პატარამ სული დალია...გაცხოველებული დედა კი არ წყნარდებოდა და კვლავინდებურად მაგრად უჭერდა ხელებს...როცა გონს მოეგო,გვიან იყო..ქალი გაშეშდა...ბიჭუნას სხეული იატაკზე დაეცა..დედას სუნთქვა შეეკრა და ერთ ადგილას იდგა გაშეშებული...ცოტა ხანი ასე იდგა..შემდეგ ხმამაღლა დაიკივლა და გარეთ გავარდა..კიოდა და მირბოდა..მირბოდა,ოღონდ არ იცოდა,საით,რატო;ვერ გაეცნობიერებინა,რა მოხდა..
ცოტა ხნით გაჩერდა და იქვე ქვაზე ჩამოჯდა..თვალები ტირილისგან გაწითლებული და დასიებული ჰქონდა.ტუჩები კი ჩალურჯებული;სახეზე ფერი არ ედო და მისი გამომეტყველება ზედმეტად ცივი,ფერმკრთალი იყო..სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა..დედა ფიქრობდა,რა მოხდა..ერთი წუთით სულ გადაავიწყდა ყველაფერი და უაზროდ გაეღიმა,მაგრამ ეს წუთი მალე დასრულდ...კვლავ კივილი მორთო,წამოხტა და ხიდისკენ გაიქცა,რომელ არც ისე შორს იყო.მირბოდა გაუჩერებლად...უეცრად წაბორძიკდა და ჩაიკეცა...ორი წუტი არ იყო გონზე,მაგრამ ვიღაც კაცი მიუახლოვდა და მისი მოსულიერება სცადა...ქალი გონს მოვიდა;კაცის მკლავებიდან თავი დაიხსნა და ხიდის მოაჯირს მიუახლოვდა.ცოტა ჩაფიქრდა.მერე მოაჯირს ხელებით მოეჭიდა და მეორე მხარეს გადაძვრა...კიდე დააპირა ფიქრი,მაგრამ კაცი შენიშნა,რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ დაეხმარა, და დაუფიქრებლად გადახტა...მიფრინავდა მდინარისკენ;რაღაც უძრავად;არც ხელს იქნევდა,არც-ფეხს.ქარი ოდნავად შეეთამაშა მის კაბას და აი,წყალიც..დაიხრჩო..ვერავინ უშველა..
ვერავინ ამოიცნო უცნობი ქალის გვამი..მეორე დღეს მისი სურათი გაზეთის პირველ გვერდზე გამოაქვეყნეს უცნაური სათაურით:\"გიჟმა დედამ თავისი შვილი მოკლა და თავი მოიკლა.\"
ბანკის ერთ-ერთ თანამშრომლის ოფისში მოადგილე გოგონამ თავის უფროსს ახალი გაზეთი შეუტანა.კაცი ტელეფონზე საუბრობდა..როგორც ჩანს,ცოლს ესაუბრებოდა..იღიმოდა...მან მოადგილეს გაზეთი გამოართვა და უაზროდ დახედა..როცა გააანალიზა ნანახი,ტურმილი ხელიდან გაუვარდა..გაზეთი გადახია და სავარძელში დაჯდა..უყურებდა პატარა ბავშვის სურათს,რომელიც მის მაგიდაზე იდო...სურათზე ბიჭუნა იღიმოდა და სიცოცხლიტ სავსე თვალებით იყურებოდა...კაცმა შუბლზე მიიდო ხელები და ჩუმი ხმით წარმოსთქვა:
-ჩემი ბრალია...ხო...ხო..ჩემი ბრალი..ჩემი..კი...ჩემი ბრალია...