Piczo

Log in!
Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.

Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
Ok, I got it
В
ინტერვიუ ღმერთთან
ერთხელ დამესიზმრა, თითქოს ინტერვიუს ვიღებდი ღმერთისგან . . .

-     მაშ ასე, გინდა აიღო ინტერვიუ ჩემგან? – მკითხა ღმერთმა.
-     თუ დრო გაქვს. _ ვუთხარი მე.
( ღმერთს გაეღიმა )
- ჩემი დრო მარადისობაა. . .     რა კითხვების დასმა გინდოდა ჩემთვის?
- ყველაზე მეტად რა გაკვირვებს ადამიანში?
და ღმერთმა მიპასუხა :
-     მათ სწყინდებათ ბავშვობა, ისინი ჩქარობენ გაზრდას, შემდეგ კი ოცნებობენ ბავშვობის დაბრუნებაზე. . .

ისინი ფულის კეთებაში კარგავენ ჯანმრთელობას, შემდეგ კი ამ ფულს ხარჯავენ ჯანმრთელობის აღდგენაში. . .

ისინი იმდენს ფიქრობენ მომავალზე, რომ ივიწყებენ აწმყოს, იმდენად, რომ არ ცხოვრობენ არც აწმყოში და არც მომავალში. . .

ისინი ცხოვრობენ ისე, თითქოს არასდროს მოკვდებიან და კვდებიან ისე, თითქოს არასდროს უცხოვრიათ.
. . .
ღმერთმა მომკიდა ხელი და ჩვენ ცოტა ხანი გავჩუმდით,  
მაშინ მე ვკითხე:
-     როგორც მშობელი, როგორ გაკვეთილს მოგვცემ შენს შვილებს?
-     იცოდნენ შეუძლებელია აიძულო ვინმე, რომ უყვარდე, მათ მხოლოდ შეუძლიათ იყვნენ სიყვარულის ღირსნი. . .

იცოდნენ, რომ ეს არ არის კარგი, შეადარო თავი სხვას. . .

ისწავლონ შენდობა. . . მუდმივი შენდობით

გახსოვდეთ, რომ საყვარელი ადამიანის გულის ტკენას, სულ რამდენიმე წამი სჭირდება, ამ ჭრილობის აღდგენას კი წლები. . .

დაე გაიგონ, რომ მდიდარი ის არ არის ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის ვისაც ცოტა აკმაყოფილებს. . .

ახსოვდეთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ისინი უყვართ, უბრალოდ საკუთარი გრძნობის გამოხატვა ჯერ ვერ ისწავლეს. . .

გაათვითცნობიერონ, რომ ერთსა და იმავეს ორმა ადამიანმა შეიძლება შეხედოს, მაგრამ ხედავდნენ სხვა და სხვა ნაირად. . .

იცოდნენ, აპატიონ ერთმანეთს საკმარისი არ არის, ჯერ თუ საკუთარ თავს არ აპატიე.
-     მადლობელი ვარ დროის გამონახვისთვის _ რიდით მივმართე _ გადასცემ კიდევ რამეს შენს შვილებს?
-     ახსოვდეთ, რომ მე მათთვის ვარ . . .       მარად!