Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი,
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია,
მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო,
რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...
shen monatreba ra aris ici?
roca shors aris da masze dardob.
shens saguleshi vici qva aris
es vici magram mainca gnatrob
didi tkivili ra aris ici?
roca dgedagam mis fiqrshi cvalob
gtxov momismine moeshvi sicils
shen xom ar ici minda gascavlo
uzomo sevda ra aris ici?
tu arc es ici gashoros gmertma
tkivili sevda sishorem icis
es kvelaferi me vici ertma.
shen molodinic ara gcodnia
roca ar ici mova tu ara
da mastan misvla shorze shoria
shen araferi ar ici kmara
tumca jobia moeshva cucuns
axla raga dros sinanulia
tkivili lodini da monatreba
es xom calmxrivi sikvarulia
სიცოცხლე - შესაძლებლობაა, გამოიყენე იგი,
სიცოცხლე - სილამაზეა, აღფრთოვანდი მისით,
სიცოცხლე - ნეტარებაა, იგემე იგი,
სიცოცხლე - ოცნებაა, შეასხი ხორცი,
სიცოცხლე - გამოწვევაა, მიიღე იგი,
სიცოცხლე - ვალია შენი ამქვეყნიური, აღასრულე ბოლომდე
სიცოცხლე - სიმდიდრეა, ნუ გაფლანგავ!
სიცოცხლე - ქონებაა, გაუფრთხილდი!
სიცოცხლე - სიყვარულის სასმისია, შესვი ბოლომდე,
სიცოცხლე - საიდუმლოა, შეიცან იგი,
სიცოცხლე - მორევია უბედობათა, სძლიე ყოველი,
სიცოცხლე - საგალობელია, გაასრულე ბოლომდე,
სიცოცხლე - უსასრულობაა შეუცნობადის უშიშრად შეაბიჯე მასში,
სიცოცხლე - შენია, იბრძოლე მისთვის!......
როგორც ყოველთვის
ისევ მომენატრე
ისევ მომადგა თვალებზე ცრემლი
ისევ შენ გნატრობ
ისევ შენ გელი
ისევ ვლოცულობ რომ იყო ჩემი
ისევ წამომცდა მიყვარხარ მეთქი
ისევ შენს სურათს ვესაუბრები
ისევ აგორდა ფიქრის მორევი
ისევ ადიდდა მდინარე ცრემლის
ისევ ჩამესმის შენი ჩურჩული
ისევ ე მომდის შენი სურნელი
ისევ გამოჩნდა ცაზე ღუბელი
ისევ გადავშალე სევდის ფურცელი
მე უშენობას ვერ ვეგუები!!!!
მადლობელი ვარ
იმ თითოეული წამისთვის,
რომელიც შენ მაჩუქე...
მადლობელი ვარ
გვერდში დგომისთვის
ჭირშიც და ლხინშიც...
მადლობელი ვარ,
რადგან მუდამ იყავი
ჩემს გვერდით მაშინ,
როცა ყველაზე უფრო მჭირდებოდი...
მადლობელი ვარ
ყველაზე მეტად იმიტომ,
რომ შენ არსებობ!"
* * * *
me siyvarulma gamomiglova,
saflavTan miwyobs yviTel narcisebs,
gagikvirdeba gardaicvale?
me gipasuxeb: ara arc ise..………
… ..da mere mova Senze fiqrebi,
me maSinac ar gamovfxizldebi,
ar davidardeb gamixardeba,
rom sikvdilSiac marto viqnebi..
da mere moxval Sen Cems saflavze,
miyvarxar ityvi dagvianebiT,
gacremlebula Turme Tbilisi,
erTad rom aRar daviarebiT.
* * * *
Mmidiodi gaukvalav bilikze
Ppatara da uSiSari qali
Ggamogyvebi gamiyole mgzavri var
Tu mkvdari var Sengana var mkvdari
Nnu miRimi, nu mawiTleb bavSviviT
Segecodo ra iqneba gogo,
ra iqneba cao erTi varskvlavi,
naTeli da momRimari Sobo
me es leqsic mecodeba CemsaviT
rom me vyavar, erTaderTi ZiZa,
oqtomberi momenatra Cveni Tve
foTolcvena da yviTeli miwa.
Uucremloba siamaye araa
Dda tirilic lamazia SenTvis
Ppaemani ra giJuri iqneba
mcxeTasTan rom mtkvars aragvi erTvis.
სიყვარულია: გზა, სიშორე, ცრემლი, გოდება.
შეახებ ხელს და არასდროს დაგიბრუნდება.
სიყვარულია: სიმარტოვე, გულის სიშორე,
ხორციელი ვნების მიუწდომელი აზრთა სიცოცხლე.
სიყვარულია: ტანჯვის თეთრი ცრემლები.
სიყვარულია: მე რომ თავზე ასე გევლები.
სიყვარულია: ათას ერთი ტრფობის ზღაპარი.
სიყვარულია: ჩაუქრობელი შუქთა ლამპარი.
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია.
სიყვარულია: ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულია: ქვის ჩუქურთმა, კინწვისის ფრესკა.
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსა რეკდა?
*** შენი თვალები სითფოთი სავსე
სულ მუდამ მახსოვს და მენატრება,
შენი ღიმილი სიკეთით სავსე
მე არასოდეს არ მავიწყდება.
სულ მუდამ გეძებ,სულ მუდამ გელი
და ეს ლოდინი დიდხანს გრძელდება
არ ვიცი როდის გამოჩდები,
მაგრამ იცოდე გამიხარდება.
გამიღიმებ და გულში ჩამიკრავ
მომეფერები,მოგეფერები
და მაშინ ვიგრძნობ შენგან სიყვარულს,
რომელსაც კარგო დიდხანს ველოდი.
შენი ფერებით ამ გულს გამითფოფ,
შენი ღიმილით გამახალისებ,
რაც უნდა მოხდეს,რაც უნდა იყოს
მე არასოდეს არ დაგივიწყებ.
მემახსოვრები სულ მუდამ,მუდამ
არ ვიცი თავი რით შემაყვარე,
მაგრა ძლიერ ვგრძნობ მე ამ სიყვარულს,
რომელსაც კარგო გულით ვატარებ.
მაგრამ ვაი რომ შენ არ მოხვიდე,
სხვა შეგიყვარდეს თავდავიწყებით
სხვისმა თვალებმა უფრო მოგხიბლონ,
ვიდრე გხიბლავდა ჩემი თვალები.
მიყვარდა? ჰო კდიეც მიყვარდა,
ვმგეროდი ? ჰო კიდევ ვმღეროდი
მე მძულდა? ჰო მძულდა ვიღაცა
ველოდი?ოჰ როგორ ველოდი ....
ვნატრობდი ? ჰო კიდეც ვნატრობდი
ასრულდა? ოჰ ვეღარ ასრულდა
წავიდა? ჰო მერე წავიდა ,
დაბრუნდა? ეჰ ვეღარ დაბრუნდა ...
ტიროდი ? ჰო კიდეც ვტიორიდი ,
რა დამრჩა? წარსულზე დარდები ,
ეძებე ? ვეძებე ვეძებე
და მერე - კიდევაც დავბერდი
ჩვენ სიცოცხლის გიჯები ვართ
სიყვარულის ცელქები
პოეტებად შობილები
პოეზიის ღმერთები
ჩვენ ქარიშხლის ფრთებზე ვსხედვართ
უკვდავებას ვეხებით
ცხრა ტაძარში ჩანაცრული
ნაწამები ღმერთები
ჩვენ ლექსებში ვიბადებით
სტრიქონებში ვცოცხლდებით
ლექსის ცეცხლით გარუჯულნი
სიმგერაში მოვკვდებით
ქვეყნისათვის დაგვინთია
სულის წმინდა სანთელი
უქრობ შუქად დაგვთამაშებს
პოეზიის ნათელი
უკან ვტოვებთ დროის წარმართს
აწყვეტილი მერნებით
ჩვენ არ ვკვდებით
ვიბადებით ვიზრდებით და ვბერდებით
ჩვენ სიცოცხლის ლოთები ვართ
სიყვარულის ცელქები
პოეტებად შობილები
პოეზიის ღმერთები
ჩემო სიცოცხლე თუ იცი ნეტავ,
როგორ მიყვარხარ ყველაზე მეტად,
ცხოვრება არ მინდა უშენოდ ხომ ხედავ,
რაღა ვინატრო...გიგულო ჩემად.
თუ სიყვარული არ მეღირსება,
მაშ რაღა მინდა ამქვეყნად ნეტა,
ამ ლამაზ გრძნობაზე ჩუმად მეღიმება,
გულში გავიფიქრებ მგონი მენატრება.
მშვიდად დავანთებ პატარა სანთელს,
თვალებს დავხუჭავ,ვილოცებ ჩვენთვის,
მხოლოდ ერთს შევტხოვ ამ მაღალ ღმეთს,
დიდხანს ილოცოს სიყვარულისთვის.
ლოცვას მოვრჩები,პირჯვარს გადვიწერ,
თვალებს გავახელ,ხატებს ვემთხვევი,
ამ ჩემს თხოვნასაც ღმერტი შეისმენს,
და ამისრულებს...ნუთუ ვერ ვხვდები?!
გული ტამტამებივით მიძგერს,
რაღაც უცნაურ მელოდიას უკრავს ,
ჩემი სულიც ამ მისტიურ მუსიკას
არის აყოლილი და ოკეანის აზვირთებული
ტალღებივით ცეკვავს, ცეკვავს ისე ლამაზად
ისე საოცრად რომ შიში მიპყრობს
ამ უცნაური გრძნობების მოზღვავების გამო,
მაგრამ ეს მუსიკა, ეს ჰანგები, ეს ცეკვა, იმდენად
სასიამოვნოა რომ ცოტატი მაბრუებს და მამშვიდებს
თითქოს მეუბნება ნუ გეშინია მომეცი ხელი,
შენ მარტო არ ხარ, წამო გავცუროთ წითურ ღრუბლებში,
ვისუნთკოთ სიცოცხლის სურნელება, გავშალოთ ფრთები
რომელიც ამ გრძნობამ გვიბოძა ერთად,
გავცუროთ ცასავით კამკამა ზღვაში,
წამოდი წამოდი ვისუნთკოდ ერთად,
და მეც ვცეკვავ, ვცეკვავ, ვცეკვავ
გრდზნობები ვეღარ ეტევა ვერსად
და სკდება, სკდება მოდის წვიმად
ნელ-ნელა, წვეთი-წვეთ ცვივა სიყვარულის წვეთები ციდან,
ეს წვიმა მხოლოდ ჩვენ ორისთვის მოდის ასეთი წმინდა,
გრდზნობების წვეთები წვეთი-წვეთ გვასველებს ერთად
და სიყვარულით უსასრულოდ გაჯგენთილები, მზად ვართ
უსასრულო სიყვარულისთვის მუდამ...
მე ლექსებს დავწერ და შენს სიყვარულს ავისრულებ. . .
გრძნობით აღვწერდი შენი თვალების უცნობ ფენომენს,
მოვიზიდავდი მხოლოდ ჩვენთვის მე ანგელოზებს
და დავრთგუნავდი უსიყვარულო ქვეყნის დემონებს. ..
ან რითი? ისმის კითხვა და პასუხიც კი მაქვს. . .
შენი სილამაზე - ამ ქვეყნიდან მხოლოდ მე მიმაქვს,
შენი სილამაზით, აი ეს არის პასუხი ჩემი,
ამას ლოცულობენ დასი ანგელოზთა მთელი ბეთლემის.
ღამე , რომ არის მიტანებული დილისკენ ჩუმი
მაშინ გავამხილე სიყვარული შენი თვალების. . .
მაგრამ ვისთან? ისმის კითხვა და პასუხიც კი მაქვს. .
შენს სილამაზესთან დახატული უძილო ღამეთა.
ვგრძნობ როგორ დამიპყრეს საკუთარმა დიალოგება,
ჩემს გულში არის შენი სილამაზე უკვე გამეფდა.
მეფე არა, იგი უკვე დედოფალია,
შენი სიყვარული ჩემს სიცოცხლეს შემოფარვია.
ერთი წელია რაც ჩვენმა გრძნობამ დაიწყო სუნთქვა
ჩვენმა გულებმა ამდენს გაუძლო ბევრი იწვალა
ჩვენი ამბავი ზოგს უხაროდა ზოგსაც კი შურდა
ბევრს არ სჯეროდა მაგრამ ახლა ყველამ იწამა
ერთი წელია მე სიყვარულმა მასწავლა წერა
დამაწერინა ლექსად ახსნილი რითმა ფრაზებით
მაინც ძნელია ამ სიყვარულის ლექსად აღწერა
ძლიერ მიყვარხარ მაშინაც კი როცა ვბრაზდები
სიბრძნით ნაშუქი შენი თვალები
კვლავ სასოებას შენეულს გვფენენ.
გარდასულ ჟამთა სიღრმეებიდან
ზარივით რეკავს
გულისთქმა
შენი:
უნდა შეკეთდეს სვეტიცხოველი,
აღდგეს ქართული წესი და რიგი,
უნდა ისმოდეს ქართული სიტყვა,
გადაიწეროს ქართული წიგნი!
მშვიდობა ბრძანეს - გამეჩხრდა ქართლი:
ძვირად გვიჯდება სისხლის ტბორები...
ვინ, თუ არა შენ,
უწყის,
რომ იგი
ქვეყნის დაღლილ სულს ეამბორება?
სიბრძნით ნაშუქი შენი თვალები
კვლავ სასოებას შენეულს გვფენენ.
მიყვარხარ, მიყვარხარ, მილიონჯერ გაგიმეორებ,
და მილიონჯერ გეტყვი: მხოლოდ შენთვის ვიცოცხლებ,
მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს არ ყვარებიათ,
შენი გულისთვის, მხოლოდ შენთვის მიღირს სიცოცხლე.
მინდა ვიყვირო, ყველამ გაიგოს როგორ მიყვარხარ,
ყველამ გაიგოს ცოცხლად იცვის გული, უცეცხლოდ,
ცას გავცქერი, მარტოდ მარტო ვდგევარ და ვფიქრობ:
რისთვის ვარსებობს, ან საერთოდ ვინ ვარ უშენოდ.
მაკოცე!...
დაირღვევა მისჯილი დუმილი,
მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი...
მაკოცე, დავივიწყებ დაკარგულ საათებს,
არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს...
მაკოცე...
შენს თვალებში ნაღველი ჩამდგარა,
გაკოცებ!...
მეც მოგირჩენ ტკივილებს პატარავ...
ღამდება, მთვარის შუქი ცის ჩრდილებს აცოცხლებს,
ვიძინებ, გევედრები ძილის წინ მაკოცე,
ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც კი მაცოცხლებს....
ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ,
გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო,
შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან,
რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო.
გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით,
მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ,
ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე,
განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას?
დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ,
და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა,
მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი
და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა.
არ გიყვარვარო! – ვეღარ მეტყვი ცილისწამებით,
თავადაც ხედავ, საკუთარ თავს მტრად რომ ვექეცი,
რომ შენზე ფიქრში თენებით და შემოღამებით
ჩემსავე სხეულს სუნთქვასავით გამოვექეცი.
ვერ მეტყვი, რომ შენს მოძულესთან დავალ მოყვრებით,
რომ შენს მოშურნეს თვალთმაქცური ჟინით ვხლებივარ,
რომ მორჩილების კვნესითა და ამოოხრებით
შენს სისასტიკეს ერთხელ მაინც შევბრძოლებივარ.
ვერ მეტყვი – თითქოს საკუთარ თავს ვუმზერ პატივით,
რომ შენს სამსახურს არ მივიჩნევ მე ჩემს ღირსებად,
რომ შენი მზერა არ მიზიდავს ანდამატივით
და სიყვარული გადამექცა გასაძლისებად.
მაგრამ შენ გიყვარს ის, ვინც ცხადად ხედავს შენს ცოდვებს,
მე კი სიბრმავე ბედისწერის სასჯელად მომდევს.
თუ კი ოდესმე მოგენატრები,
და თუ ოდესმე თავს მარტოდ იგრძნობ,
მე მოვალ შენთან ჩქარი ნაბიჯით,
გრძნობით ავსებულ სითბოს გაგიყოფ,
ცხელ ცრემლებს მოგწმენდ ლურჯი თვალიდან,
პატარა ხელებს ნაზად გაგითბობ,
შუბლზე გაკოცებ როგორც პატარას,
ჩაგეხუტები და გულს გაგილღობ..
გარეთ წვიმს,წვიმა ეფერება ფოთლებს ნამიანს
ზეციდან დაბლა ერეკება წვეთთა არმიას
წვიმის წვეთივით ეს ცხოვრება ერთი წამია
გარეთ წვიმს,წვიმის ციდა წვეთებს დარდი არ მიაქვთ...
წვიმის წვეთები გუბეეში ხაზავენ რკალებს
მე ველი მაგრამ არვინ აღებს ოთახის კარებს
წვეთების წკაპუნს მოვუსმენ და დავხუჭავ თვალებს
წვიმასთან ერთად გავათენებ უძილო ღამეს...
ქაღალდის გემი დიდ გუბეში ამაყად ცურავს
...მიწას კი თავზე შავი მანდილი ხურავს
მეკი ფანჯრიდან თვალს ვადევნებ ღამის ამ სურათს
სიამოვნებით gავიდოდი წვიმაში სულაც
სიამოვნებით გავყვებოდი ღამის სველ ქუჩებს
სიამოვნებით შევუშვერდი ცივ წვიმას ტუჩებს
ღამეს ხომ წვიმა მარტოობის სეგრძნებას უვსებს
და ჩემს ტკივილსაც მხოლოდ წვიმა თუ გააყუჩებს....
მოვარდა ქარი
და
ღრუბლები ცას მიუსია...
უფერულია რეალობა...
ვარ ილუზია...
ისევ გათენდა...
გაფერმკრთალდნენ მკვეთრი განცდები...
სხვა ფერადდება მზის სხივებით...
მე კი...
ვბაცდები...
სისულელეა ეს ამდენი დავიდარაბა,
ეს უაზრო
და უფერული ქვეყნის ყაყანი...
გინდა პილატე დაიძახონ...
გინდა ბარაბა...
ვყვირი იესოს
და
გატარებ ხელში აყვანილს.
ხედავ? ვენები გადავიჭერი.
მოდი და სხეულში შემიძვერი..
ისევ ვიხრჩობი...
ამაოა ყველა მცდელობა...
დგას ოთახებში უშენობის უჰაერობა...
დღეს გარეთ თოვლია,ჩემთან კი მარტოობა
გადაპენტილი მიყურებს ქუჩა
თეთრი ფანტელი ეშვება ციდან
ცის კიდეს ბოლო აღარსად უჩანს.....
მივყვები თოვლით დაფარულ ბილიკს
ნაფეხური კი ემჩნევა ორი
ნაკვალევია ეს სიმარტოვის
მალე ამასაც დაფარავს თოვლი.....
დაფარავს ისე როგორც დაფარა
წლების წინ ჩვენი ნაფეხურები
მე დღეს პირველ თოვლს სულ მარტო ვხვდები
და ამით ჩემს ბედს არ ვემდურები.....
იმედდაკარგული არ მინდა გელოდო
აღარ გამომივლი ვიცი.
სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს,
რა ვქნა? გული მაინც გიცდის.
ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს
და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის,
ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება
ვიცი და მაინც გიცდი.
ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი,
მარტო არ დამტოვებ ვიცი.
ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ
ვიცი და ამიტომ გიცდი..
აღარ გიყვარვარ რა შემიძულე?
რატო მითხარი რად მომიძულე!?
თვალს ცრემლი მითხარ რად აიძულე?
მითხარ ეს გული რად მოიძულე!?
მითხარი მიდი მითხარი რომ შენ
აღარ გიყვარვარ, გძულვარ ვერ მიტან,
მითხარი, მიდი, მითხარი, რომ შენ,
შენ ჩემთან ყოფნას ვეღარ აიტან.
გახსოვს წარსული ხვევნა და სითბო?
უშენოდ გული როგორ გავითბო?
აჰა ეს გული სხეულმა გითმო
წადი ვაიღე გულმაც გადითმო.
წადი და უკან არ მოიხედო,
წადი და გთხივ რომ თან მიმიხედო,
გულს ატირებულს ცრემლად დანამულს,
გულს ატირებულს დარდად დაკაზმულს.
ეჰ მახსენდება ტკბილი ფერები,
ვკვდები რომ ეხლა ვერ გეფერები,
დრო მოვა, შენ სხვას მოეფერები
მე რომ მოვკვდები, მომეფერები?
გახსოვს რაც ჩვენში ლეყსად დაიწყო?
ის ლექსად უნდა მორჩეს დამთავრდეს!
ეს სიყვარული ცრემლიდ დაიწყო
და ჩემს საფლავზე ცრემლით დამთავრდეს
* * *
როგორ დაგივიწყო, როგორ არ მახსოვდე, როცა სიყვარული შენით შემიგნია?!
ისევ შენზე ვფიქრობ, ვდარდობ, რა ვქნა, უშენობა,
რომ არ შემიძლია?!
დილით ნისლივით უხმოდ გამეპარე, შორით დამიძახე,
ნუ დამელოდები...
ვიცი, წახვედი და აღარ დაბრუნდები, მაინც გზას გავცქერი,
მაინც გელოდები.
გული ვერ გელევა, გული ვერ გშორდება.
ცხადში გხედავ და ძილში მელანდები.
ვიცი, არ გახდები ჩემი არასოდეს, მაინც მიყვარხარ
და მაინც მენატრები.
* * *
ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.
ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა,
სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური,
აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს,
აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.
უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი,
თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა,
ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი...
ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა.
მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით???
* * *
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი, მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია, მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...
Back
"მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?!
და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი.
"მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ?
დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი.
ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში,
მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ,
"მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის ვიტყვი,
თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ.
"მე შენ იყვარხარ!"თუნდაც ვკვდებოდე,
თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი,
"მე შენ მიყვარხარ!"და მე ამ სიტყვებს,
გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც.
და თუ ეს ცოდვა,ღმერთმა შემინდო,
არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა,
მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად:
"მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად!"
ვიცი ვერასდროს გახდები ჩემი მაგრამ მე მაინც დაგელოდები...
მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გადმოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული, - შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას...
"მე მიყვარხარ, არა იმისთვის თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, ვინ ვარ მე, როდესაც შენთან ვარ"
მე იმდენად ვარ მოხიბლული შენით, რომ სულ ყველაფერი მავიწყდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და მხოლოდ შენი ლამაზი თვალების და სახის ცქერა მინდა დაუსრულებლად...
მე ვეტრფი იმ ადამიანს ვისაც შეუძლია ატირება და დიდი შეცდომების პატიება..
ალბათ ყოველი ახალი დღის გათენება ჩვენი მარადიული სიყვარულის ზეიმია! არცერთი დღე არ არსებობს ჩემთვის შენი ნათელი ღიმილის გარეშე. რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით.... ჩემო ძვირფასო, მიყვარხარ მთელი გულით, მიყვარხარ და მეყვარები მარადჟამს!
"რაგინდ შორს ვიყო, მაინც ვიგრძნობ როცა შენ გაიღიმებ...
ვიგრძნობ, როცა შენ ნაღველი გაწევს გულზედ...
ყველა შენი განცდა ჩემზე გადმოდის, რადგან ჩვენ ვართ ერთი მთლიანი, ჩემო
სიყვარულო."
შენმა სიყვარულმა ფიქრები ამირია, შენზე ოცნება ჩემი მდევარია, სიზმარის ლანდები ზეცის ხატებია მასზე ვლოცულობ ამდენი ხანია. სიცოცხლე მარტო შენით მიხარია, ჩვენი სიყვარული მწამს უძლეველია, უშენოდ ყოველი დღე მოწყენილია, უშენოდ აღარც გაზაფხულია. როგორ მიყვარხარ ვერასდროს ავღწერ, ცრემლები მომდის ლექსსაც ვეღარ ვწერ, მხოლოდ ოცნება სანუგეშოდ რომ დამრჩენია, ყოველ წუტს და წამს შენ გეკუთვნის მარტო შენია!
არ გიყვარვარო! – ვეღარ მეტყვი ცილისწამებით, თავადაც ხედავ, საკუთარ თავს მტრად რომ ვექეცი, რომ შენზე ფიქრში თენებით და შემოღამებით ჩემსავე სხეულს სუნთქვასავით გამოვექეცი. ვერ მეტყვი, რომ შენს მოძულესთან დავალ მოყვრებით, რომ შენს მოშურნეს თვალთმაქცური ჟინით ვხლებივარ, რომ მორჩილების კვნესითა და ამოოხრებით შენს სისასტიკეს ერთხელ მაინც შევბრძოლებივარ. ვერ მეტყვი – თითქოს საკუთარ თავს ვუმზერ პატივით, რომ შენს სამსახურს არ მივიჩნევ მე ჩემს ღირსებად, რომ შენი მზერა არ მიზიდავს ანდამატივით და სიყვარული გადამექცა გასაძლისებად. მაგრამ შენ გიყვარს ის, ვინც ცხადად ხედავს შენს ცოდვებს, მე კი სიბრმავე ბედისწერის სასჯელად მომდევს.